მთავარი გვერდი

კალენდარი
http://time.is/ka/

,,ქვისგან ადამიანის გამოკვეთა უფრო იოლია, 
ვიდრე ადამიანისგან პიროვნების გამოძერწვა ."      
                                                              (    როდენი     )






გაბრიელა მისტრალი


მასწავლებლის ათი მცნება

(თარგმნა მანანა გიგინეიშვილმა)


1. გიყვარდეს მთელი გულითა და სულით. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.

2. ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე, რომ მთავარი არ გაგეფანტოს.

3. გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევს სრულყოფილებას.

4. ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი.

5. იყავი გულანთებული, ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში.

6. სული შთაბერე გაკვეთილს, ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალი არსებასავით.

7. იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე, - რომ გასცე, უნდა გქონდეს.

8. გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, ღვთისმსახურებაა.

9. ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული.

10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა.













    მასწავლებლის სამახსოვრო    !                                                                                        

1. გაამდიდრეთ სასწავლო პროცესი – ამის მიღწევა შესაძლებელია დამატებითიკლასგარეშე აქტივობებით,მრავაფეროვანი სასწავლო მასალებით და  სწავლების ახალი მეთოდებისა და სტრატეგების გამოყენებითამით სასწავლოპროცესი მოსწავლისთვის უფრო სახალისო და საინტერესო გახდება.
2. 
ეცადეთგაააქტიუროთ მოსწავლეები– მოსწავლეებისთვის გაცილებით უფრო ბუნებრივია საგაკვეთილო პროცესშიაქტიურად ჩართვა და მონაწილეობავიდრე მშვიდად ჯდომა და მოსმენაამისათვის შეგიძლიათჩაატაროთ დისკუსიები,გამოიყენოთ ჯგუფური მუშაობის მეთოდი,პრეზენტაციები, როლური თამაშები, საგანმანათლებლო ექსკურსიები და სხვა.თუმცა ჩამოთვლილ სტრატეგიებს უნდა შეურჩიოთ  დროთორემ არ ექნება ის ეფექტირასაც ელით.
3. 
ჩართეთ მოსწავლეები ცოდნის შეფასების ინსტრუმენტების მომზადებაში – ეს 
აქტივობა გულისხმობს მოსწავლეთა ჩართვას სემესტრული ტესტებისკონკრეტულ თემასთან დაკავშირებულისავარჯიშოებისკროსვორდებისსიტუაციური ამოცანების მომზადების პროცესშიეს არა მხოლოდ გაზრდის მათმოტივაციასარამედ მასალის თვისებაში შეუწყობს ხელს.
4. 
გამოიყენებთ განსხვავებული სირთულის დავალებები – კარგი იქნებათუ ერთსა და იმავე თემაზე მოსწავლეებსსხვადასხვა სირთულის დავალებებსა თუ აქტივობებს შესთავაზებთეს შესაძლებლობას მოგცემთგაითვალისწინოთმოსწავლეთა შესაძლებლობები და ამით აამაღლოთ მათი მოტივაცია.
5. 
გამოიყენეთ უნიშნო აქტივობები – ამგვარი დავალებების დროს მოსწავლის ყურადღება შედეგიდან პირდაპირპროცესზე გადაერთვება.
6. 
შეცდომები სწავლის საუკეთესო საშუალებაა – კლასში უნდა შეიქმნას ისეთი გარემორომელშიც მოსწავლეებსნეგატიური შეფასებისკრიტიკის და შეცდომის დაშვების შიში არ ექნებათშეცდომები უნდა ვაქციოთ მოსწავლისთვისუკეთესი შედეგებისკენ სწრაფვის დასაწყისად.
7. 
მიაწოდეთ მოსწავლეებს დადებითი უკუკავშირი –  ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ .. "1+2" შეფასება. "1+2"ისეთი შეფასებაასადაც "1"  შენიშვნაარჩევარომელიც მოსწავლემ უნდა გაითვალისწინოსხოლო "2" – პოზიტიურიკომენტარიეს შეფასება შეგიძლიათშეცვალოთ თქვენი სურვილისამებსთუმცა სასურველიადაიცვათ პროპორციაპოზიტიურ და ნეგატიურ შენიშვნებთან მიმართებაში.
8. 
თავი აარიდეთ მხოლოდ ნიშნის დაწერას – ნაშრომის შესწორებას და ნიშნის დაწერას პარალელურად დაურთეთკომენტარი– კონკრეტულად რის გამო დააკლდა მას ნიშანირა მოგეწონათ და რაზე უნდა გაამახვილოს მოსწავლემყურადღებათქვენი კომენტარირომელიც ერთვის ნიშანსუნდა  იყოს ვრცელი და ამომწურავი.
9. 
არასოდეს გააკრიტიკოთ მოსწავლე საჯაროდ – საჯარო კრიტიკა ნეგატიურ გავლენას ახდებს მოსწავლისთვითშეფასებასა და მოტივაციაზეასევე ამგვარი მიდგომა აქვეითებს მოსწავლის ნდობასა და პატივისცემას თქვენ მიმართ.

10. იყავით მიუკერძოებელი – მასწავლებელი ჩვეულებრივი ადამიანია თავისი სიმპატიებითშეხედულებებეითა დამოწონებებითმაგრამ ეცადეთრომ მაქსიმალურად გამორიცხოთ სუბიექტივიზმის გამოვლენის შემთხვევები სწავლისპროცესში და მოსწავლეებთან პირად ურთიერთობებში.
11. 
ტესტირებისას გამოიყენეთ სხვადსხვა ტიპის შეკითხვები – ტესტი ისე უნდა იყოს შედგენილირომ დაცული იყოსბალანსი ღიადაბოლოებიან  და დახურულ შეკითხვებს შორისამგვარად შედგენილი ტესტი არ მიანიჭებს უპირატესობასრომელიმე კონკრეტულ მოსწავლეს და კლასის შეფასების უფრო ადეკვატური ინსტრუმენტი იქნება.
12. 
სათანადო ყურადღება დაუთმეთ მოსწავლეთა თითოეულ ნაშრომს – საჭიროამოსწავლეთა ნაშრომებსმისგანხილვასა და შეფასებასსათანადო ყურადღება დაუთმოთზერელე დამოკიდებულების შემთვევაში მოსწავლედემოტივირებული ხდება.
13. 
ჩართეთ მოსწავლე საკლასო გადაწყვეტილებების მიღებაში – მოსწავლეთა მონაწილეობა საკლასო ნორმების,შეფასების კომპონენტების შემუშავებაშიშესასწავლ საკითხთა თანმიმდევრობის დადგენაში და სხვმნიშვნელოვნადაამაღლებს ათ მოტივაციას და ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ამ შეთანხმების შესრულებას.
14. 
შემოიღეთ "პრობლემებისა და წინადადებების ყუთი" – ეს მეთოდი მისცემს მოსწავლეებს საკუთარი აზრის,მოსაზრებისშეფასების ანონიმურად წარმოდგენის საშუალებასთუმცა ამ მეთოდის გამოყენებისას უნდაგაითვალისწინოთ:
·                     დეტალურად უნდა აუხსნათ მოსწავლეებს ყუთის არსი და მისი გამოყენების მიზანი;
·                     მოსწავლეთა წინადადებების წარმოდგენის გარკვეული ფორმატი უნდა შეიმუშაოთკონკრეტული ტიპისინფორმაციის მითითება სავალდებულო უნდა იყოსწინააღმდეგ შემთხვევაშიეს მეთოდი არ იქნება ეფექტური.
·                     მასწავლებელმა სისტემატურად უნდა განიხილოს შემოსული წინადადებები.
16. ყველა მოსწავლეს შეუძლიაისწავლოს და იყოს წარმატებული – საგაკვეთილო პროცესში და მოსწავლეებთანურთიერთობისას უნდა იკვეთებოდეს მასწავლებლის ამგვარი დამოკიდბულებa











რომ არ გადავიწვათ ...




ნაბიჯი #1)ყოველდღიურად გაერთეთ თქვენს მოსწავლეებთან ერთად – გაეხუმრეთ მათ, მოუყევით მოკლე ისტორიები, ამოახსნევინეთ თავსატეხები, ტვინის გასავარჯიშებელი თამაშები და ა.შ. ეს პროცესი თქვენთვისაც და ბავშვებისთვისაც საინტერესო იქნება. ამაში არც ბევრი დრო დაგეხარჯებათ და განსახორციელებლადაც ადვილია, თან, თითქმის ყველა თემაზე შეძლებთ მათ გამოყენებას.
ნაბიჯი #2) გაუფრთხილდით ჯანმრთელობას – თქვენი სხეულის ფიზიკური მდგომარეობა ასახვას ემოციურ კონდიციაზეც ახდენს, ამიტომ არასდროს დაიშუროთ ძალისხმევა საკუთარი ჯანმრთელობისათვის. ლანჩის და საუზმის გამოტოვება ცუდი იდეაა. აუცილებლად გამოიძინეთ საკმარისად ყოველდღიურად. სახლში დაბრუნებულმა, ცოტა წაუძინეთ, რასაც გამაახალგაზრდავებელი ეფექტი ექნება. შეიძინეთ უკეთესი ფეხსაცმელი, რათა სიარული გაიიოლოთ და თავიც უკეთ იგრძნოთ. მე საკუთარ თავს ყოველთვის აქტიურ მასწავლებლად მივიჩნევდი და ვფქირობდი, რომ დამატებითი ვარჯიში არ მჭირდებოდა. როგორც აღმოჩნდა, სისხლძარღვთა და სხეულის ზედა ნაწილის ვარჯიში მესაჭიროება. კვირაში ორი დღე, 30-წუთიანი სირბილი სასწაულებს ახდენს. მარტივი აზიდვები გაგიძლიერებთ მუცლის, ზურგის და კიდურების კუნთებს. გაგიკვირდებათ, რამდენად უკეთ იგრძნობთ ამის შემდეგ თავს, მაშინ როცა დღის ბოლოს ადვილად აღარ დაიქანცებით.
ნაბიჯი #3) ისწავლეთ რაიმე ახალი და გაუზიარეთ მოსწავლეებსაც – წაიკითხეთ საინტერესო წიგნი – საგანმანათლებო, ან სხვა კუთხით. ბოლო დროს წავიკითხე “ყველაზე ჭკვიანი ბავშვი მსოფლიოში” და ამანდა რიპლის “როგორ გახდნენ ასეთები”. ორივე წიგნი საინტერესოა და თან საგანმანათლებლოც, ამიტომაც სულაც არ შევუწუხებივარ სინდისის ქენჯნას იმაზე, რომ ამ წინგებს დრო დავუთმე და მათ შესახებ გაკვეთილი დავგეგმე. წაიკითხეთ კლასიკური ლიტერატურა, რომლის წაკითხვაც სულ გინდოდათ, მაგრამ დროს ვერ ნახულობიდთ; უყურეთ შემეცნებით თოქ-შოუებს, ინტელექტუალურ კვლევებს და სხვ.
ნაბიჯი #4) დაეხმარეთ სხვა მასწავლებელს – გაუზიარეთ სხვებს თქვენი გამოცდილება, როგორც ლოკალურად, ასევე ინტერნეტის მეშვეობით. საიტი Edutopia.org მუდამ თქვენს განკარგულებაშია. თუ დროს დაუთმობთ ბლოგებს და პასუხის გაცემასაც არ დაიზარებთ, თავადვე გაგაკვირვებთ შედეგები. წამოიწყეთ თქვენი საკუთარი ბლოგი, რომელიც მოტივაციას აუმაღლებს თქვენს დამწყებ და უკვე “გადაღლილ” კოლეგებს. იყავით მეტად აქტიური თქვენს სამსახურში, გამოიჩინეთ მოხალისეობა სწავლების, ფასილიტაციისა და გაკვეთილების დაგეგმვის ორგანიზებაში. გაუწიეთ მენტორობა სხვა მასწავლებელს, ან ოფიციალურად, ან ინფორმაციული კუთხით. დახმარება ყოველთვის საჭიროა და არასდროს არაა ფუჭი.
ნაბიჯი #5) გაულამაზეთ დღე სხვას – დაურეკეთ მშობელს და უთხარით, თუ რა კარგია მოსწავლეა მისი შვილი. მოსწავლე, რომელსაც რაიმე უჭირს, გულწრფელად შეაქეთ, როცა რაიმე კარგად გამოუვა. გამოხატეთ პატივისცემა და დადებით დამოკიდებულება ადმინისტრაციისა და კოლეგა მასწავლებლების მიმართ, იქნება ეს შექების წერილით, ჩახუტებით, თუ პატარა საჩუქრის ჩუქებით გამოხატული.
ნაბიჯი #6) გამხნევდით – გაიღიმეთ. დადექით სარკესთან და გაუღიმეთ საკუთარ თავს. მერე ეცადეთ, რომ აღარ გაგეღიმოთ. ეს თითქმის შეუძლებელია. ასე რომ, ეცადეთ გაიცინოთ მაშინაც კი, როცა საერთოდ არ გეღიმებათ. გაუღიმეთ მოსწალეებს, როცა კართან დახვდებით და დაინახავთ რომ ისინიც გაგიღიმებენ.
ნაბიჯი #7) გახდით “მეცნიერი-მკვლევარი” – გამოცადეთ ექსპერიმენტული სტრატეგიები და გახდით ამ საქმის ექსპერტი. დაიხმარეთ ბავშვებიც. ჩამოაყალიბეთ კონტროლის და ექსპერიმენტის ჯგუფები. შედეგების აღრიცხვა აწარმოეთ და გაუზიარეთ კოლეგებსაც შეხვედრის, ან კონფერენციის დროს. იზეიმეთ წარმატებები!
ნაბიჯი #8) დაინახეთ პოზიტივი – იფიქრეთ მუდამ მოზიტიურად, რთულ გარემოებებშიც კი. ეს სიტუაციას არ გაამარტივებს, მაგრამ სამაგიეროდ თავს იგრძნობთ უკეთ და შეიძლება, სხვებსაც გაუუმჯობესოთ განწყობა. მასწავლებლობა რთულია, მაგრამ ყველაფერი არც ისე ცუდია, როგორც ხანდახან ჩანს. ნახევრად ცარიელი ჭიქა, არ ისე მომხიბლავია, როგორც ნახევრად სავსე.
ნაბიჯი #9) გადაალაგეთ დეკორაციები – გადაანაცვლეთ დაფები, მერხები, შეცვალეთ განათება. ეცადეთ, ოთახში თქვენი საყვარელი სურნელი იყოს, ან მიაგნოთ რაიმე ახალს. სურნელოვანი ზეთის, ან ცვლის გამოყენების თაობაზე დაეკითხეთ სკოლის ადმინისტრაციას.
ნაბიჯი #10) მეტად ენდეთ თქვენს მოსწავლეებს – აგრძნობინეთ მოსწავლეებს, რომ მათ ენდობით და მიეცით შანსი, რომ თქვენი ნდობა მოიპოვონ. მიმართეთ პროექტზე დაფუძნებულ სწავლების მეთოდს. შეიმუშავეთ ძლიერი რუბრიკა და გაუზიარეთ მოსწავლეებს. მიეცით სტუდენტებს საშუალება, რომ ამ რუბრიკის მიხედვით ისწავლონ, თქვენი ფასილიტაციისა და მენტორობის ქვეშ.
გააუმჯობესეთ გარემო თქვენ გარშემო

რა თქმა უნდა, გაცილებით იოლია იმ, პესიმიზმისა და ნეგატიურობის მორევში ჩაძირვა, რომელშიც მასწავლებებს გვიწევს მუშაობა, მაგრამ არჩევანი მაინც ჩვენზეა, თუ როგორ შევხედავთ ყოველივეს. ჩვენ შეგვიძლია, ჩემს ზემოთ შემოთავაზებული პროაქტიული მიდგომა ავირჩიოთ და დავეხმაროთ საკუთარ თავს, შევინარჩუნოთ ჯანსაღი დამოკიდებულბა და არ გადავიწვათ.

No comments:

Post a Comment