მოსწავლის ნამუშევარი
გაიცანით ჩემი რაიონი
Friday, November 15, 2013
ძველი თბილისი-ორთაჭალა
ისტორიულ-გეოგრაფიული გარემო
მამადავითის მთიდან თბილისს თუ გადავხედავთ, ნარიყალას ციხის კალთების გასწვრივ თქვენს წინაშე გადაიშლება ჩვენი დედაქალაქის ის ნაწილი, რომელსაც ძველ თბილისს უწოდებენ: თათრის მოედანი,კლდის უბანი, ავანაანთ ხევი, ლეღვთა ხევი (ბოტანიკური ბაღი), მეტეხის ხიდის მიდამოები-მტკვრის მორევიდან ბალახანამდე. აბანოთუბანი, სეიდაბადი, ორთაჭალა, ხარფუხი და მისი მიჯნა-განჯის კარი.
სწორედ ამ უძველეს უბნებს მოიცავს ჩემი რაიონი.
ორთაჭალაში გორგასალის ქუჩაზე მდებარეობს ჩემი სკოლა-72-ე საჯარო. .
თელეთის ქედის ჩრდილოეთით მდებარეობს ჩადაბლებული ადგილი-კტწანისის სინკლინი, რომელიც აღმოსავლეთ ნაწილში, მტკვართან ახლოს,რელიეფში, კრწანისის ვაკით,ანუ, როგორც მას უწოდებენ კტწანისის ველით არის გამოხატული. მას თაბორის ქედი ესაზღვრება, სამხრეთით თელეთის ქედი.
აღმოსავლეთი დაბოლოებით თითქმის მტკვრის ნაპირამდე აღწევს თაბორის ანტიკლინური ქედი. ქედის თხემი მოვაკებულია და აღმოსავლეთიდან (500 მ.)დასავლეთისაკენ(850-900 მ.) მაღლდება. ეს არის ერთ-ერთი ვრცელი ტერიტორია, სადაც ქალაქის გატყიანება მიმდინარეობს. ქედის ჩრდ. ფერდობზე მდინარე წავკისის ხეობაში არსებობდა თერმული წყლების გამოსასვლელები. სამწუხაროდ, ქალაქის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებისას სამკურნალო თვისებებითგამორჩეული თერმული წყლების გამოსასვლელები დაიკარგა.
მდინარე წავკისის წყლის ხეობაში გაშენებულია ბოტანიკური ბაღი, რომელიც ერთერთი ულამაზესი და მცენარეთა სახეობების სიმდიდრით გამორჩეული ბაღია . ეს ხეობა უძველესი დროიდან გამოირჩეოდა ბაღების სიმრავლით. ამის შესახებ მოგვითხრობენ უცხოელი მოგზაურები. ხოლო ვახუშტი ბატონიშვილი კი ასე აღწერს თბილისის მიდამოებს :,, გარემო ქალაქისა და წალკოტნი და სავარდენი მრავალნი, ყოველთა ხილითა და ყვავილითა სავსე“.(ვახუშთი ბაგრატიონი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა“
ორთაჭალის უმთავრეს წიაღისეულ სიმდიდრეს წარმოადგენს ყველასთვის კარგად ცნობილიგოგირდოვანი წყლები. სწორედ, გოგირდოვანი წყლების სამკურნალო თვისებებია გამოყენებული თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტსა და აბანოებში.
სამწუხაროდ, ქალაქში სხვადასხვა პერიოდში სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობისას გოგირდოვანი წყლების გამოსასვლელების წლიური დებიტი საკმაოდ შემცირდა . ამჟამად მიმდინარეობს საძიებო-ეკოლოგიური სამუშაოები მათი ღდგენისთვის.

სანამ სანაპიროები აშენდებოდა და მტკვრის კალაპოტი კედლებში მოექცეოდა, თბილისში და მის შემოგარენში რამდენიმე დიდი თუ მცირე კუნძული არსებობდა, მათ შორის ყველაზე ცნობილი კუნძული იყო ორთაჭალა.
ვახუშტი ბაგრატიონს თბილისის 1735 წლის გეგმაზე ორაჭალა ღნიშნული აქვს ,,კრწანისის ბაღის სახელწოდებით. ეს იმით აიხსნება, რომ ორთაჭალა სოფელ კრწანისს ეკუთვნოდა. კუნძული მდებარეობდა ქალაქის ღმოსავლეთით, სეიდაბადის (ხარფუხის) ქვევით. ორთაჭალის ბაღები მეფის ოჯახს და თავადაზნაურობას ქონდა გაყოფილი. XIX სა-ში ბაღებს კერძო მესაკუთრეები დაეუფლნენ.
ორთაჭალის ბაღებზე ბევრი რამ დაწერილა თბილისელების და თბილისის სტუმრების მიერ. ი. გრიშაშვილი წერდა: ,,ძველად ქალაქგარეთ მხოლოდ ორი დროის გასატარებელი ადგილი იყო მდაბიო ხალხისთვის ორთაჭალის ბაღები და ევროპულად. გაზრდილთათვის მუშტაიდი." ამის შესახებ ასევე წერდა გაზეთი ,, დროება" ერთ წერრილში, რომელსაც ,,თბილისის გასეირნება " ერქვა და ადარებდა ორთაჭალის ბაღებს ევროპულს.
ორთაჭალის კუნძული მარჯვენა ნაპირთან ხის საცალფეხო ხიდით იყო დაკავშირებული, რომელსაც ,,ვირის ხიდს" უწოდებდნენ, რადგან მასზე ჭირნახული გადაჰქონდათ სახედრებს.
ორთაჭალის ძველი რომანტიკა დღეს ისტორიაა. 50-იან წლებში აშენდა ორთაჭალჰესი, შემდეგ გაიყვანეს სანაპიროები, მტკვრის ტოტი მოისპო და კუნძულმაც შეწყვიტა არსებობა.

ორთაჭალის ისტორიულ-ეთნოგრაფიული თავისებურებები
ორთაჭალის სამხრეთი ნაწილი რეკრიაციული ზონაა , იგი ბოტანიკური ბაღის გაგრძელებას წარმოადგენს . ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ადგილია . იგი ამ რეკრეაციული ზონის გვერდითაა და კრწანისის ქუჩის ბოლოს მდებარეობს . მის გაგრძელებაზე შვიდი წლის წინათ შეიქმნა " ღირს არსის " ხატის სახელობის სამონასტრო კომფლექსი , ასევე ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარეობს გრიგოლ ხანგძთელის სამონასტრო მონასტერი . ამ რელიგიური კერების ჩამოყალიბებას საფუძველი გაუჩინა იმან რომ ეს ტერიტორია საარქივო მონაცემებით მეტეხის ეკლესიის დაქვემდებარებაში ყოფილა. ასევე კრწანისის ქუჩაზე XIX საუკუნის ჩათვლით არსებობდა თამარ მეფის სახელობის მონასტერი , რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში საცხოვრებელ კორპუსებად გადააქციეს , რაც ამჟამად მცხოვრები ადამიანისთვისაც რელიგიური თვალსაზრისით დიდ პრობლემას წარმოადგენს . ახალი რელიგიური ცენტრების შექმნამ განაპირობა ის რომ აქ ბევრი სტუმარი მოდის მათ შორის სხვა ქვეყნიდანაც. "ღირს არს " სამონასტრო კომპლექსში მოქმედებს წმინდა ისპირიდონ ტრიმუფუნდელის ეკლესია რომელიც ერთადერთია თბილისში და მას უაამრავი მომლოცველი ჰყავს . რაც ტურისტული პოტენციალის გაზრდის საშუალებას იძლევა .
ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები ანალიზი გვიჩვენებს ,რომ სახელმწიფოს და საზოგადოების ერთობლივი ბრძოლით ორთაჭალას მეტი განვითარების შესაძლებლობა მიეცემა და გაიზრდება მისი ,როგორც ადმინისტრაციული , დიპლომატიური , რელიგიური და ტურისტული ფუნქციები . მისი განვითარება შეუქცევად პროცესად იქცევა ამისთვის ხელშემწყობი ფაქტორებია სუფთა ეკოლოგიური გარემოს ჩამოყალიბებ რადგან იგი უფრო მიმზიდველი გახდეს . ეს ასევე განაპირობებს უბნის ეკონომიკური თვალსაზრისით გაძლიერებას , მოსახლეობის დონის ამაღლებას .
ორთაჭალა ისტორიაში მხოლოდ ბაღებითა და გასართობი ადგილით არ შესულა,ამ ადგილას ბევრი საომარი მოქმედებები გამართულა, როდესაც სხვადასხვასახელმწიფოები ქვეყნის დედაქალაქის აღებას და გაძარცვას ცდილობდნენ. მათშორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 1795 წლის 10-15 სექტემბრის კრწანისის ომი,თბილისის ასაღებად,როდესაც ქალაქს აღა-მაჰმად ხანის ურდო მოადგა. ამ ადგილას300 არაგველმა გლეხმა ომი სხვა გმირებთან ერთად არ მიატოვა და ისინიგმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე. ბრძოლის ადგილას აღმართულიამემორიალი,რომელიც ყველა გამვლელს ახსენებს იმ გმირების თავდადებას. ყოველწელიწადს აქ იმართება სახალხო დღესასწაული კრწანისობა, ტარდება პარაკლისიდა სხვადასხვა ღონისძიებები.
ძველი თბილისის რაიონი, რომელსაც ორთაჭალა მიეკუთვნება აერთიანებს XIXსურბანულ განაშენიანებას, მეტწილად ეკლექტურ არქიტექტურას, რომელთარამოდენიმე ნაგებობა Vს. თარიღდება. ქალაქის XIX საუკუნის ნაწილს დღეისთვისთითქმის არ მოუღწევია 1795 წლის სპარსეთის შემოსევის გამო.
ქალაქის არნახულმა ზრდამ იმსხვერპლა ბევრი წარსულის ნაკვალევი მაგრამორთაჭალას შემორჩა ძველი ქუჩები რომელთაც ახასიათებს ძველებურიარქიტექტურა თბილისური ეზოები თავისი კოლორიტით
.
აქ ყოველ დილით ისევ ელოდებიან მემაწვნეებს, მემწვანილეებს, ცოცხალი თევზისგამყიდვლებს.ორთაჭალა მრავალეროვან რაიონს წარმოადგენს, ერთმანეთისგვერდი მშვიდობიან თანაცხოვრებას ეწევიან: სომხები, აზერბაიჯანელები,ქურთები, რუსები, ბერძნები და სხვა ეროვნების ადამიანები.

ჩვენი სკოლა ორთაჭალის ცენტრალურ ნაწილში დგას და ქალაქში ყველაზემრავალეროვანი სკოლაა. ჩვენთან ზედმიწევნით ტოლერანტული გარემოა ძალიანგაიზარდა ქართულ სექტორში სწავლების მსურველთა რიცხვი რაც სახელმწიფოენის განვითარებას უწყობს ხელს.
ეკონომიკური პოტენციალი წინათ და ახლა
ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ორთაჭალას ქალაქის ეკონომიკურ დაადმინისტრაციულ ცხოვრებაში დიდი ადგილი ეჭირა. ამ უბანში იყო განთავსებული წინდების ფაბრიკა, საპნის ქარხანა, პლასმასის ქარხანა, ტყავის ფაბრიკა რაცმოსახლეობის დასაქმებაში ხელშემწყობი ფაქტორი იყო. მტკვრის სანაპიოსპარალელურად მიუყვება გორგასლის ქუჩა რომელიც გორგასლის მოედნიდან,ძველი თბილისის ცენტრში იწყება და მთელ ორთჭალას გასდევს. ამ ქუჩას ქალაქისსატრანსპორტო რგოლში დიდი ადგილი უჭირავს, იგი აკავშირებს ქალაქის ცენტრსრამდენიმე რაიონს.
ორთაჭალამ ბოლო ათწლეულში მნიშვნელოვანი ფუნქციები შეიძინა. აქ განთავსებულია მნიშვნელოვანი სამთავრობო ორგანიზაციები და სამინისტროები: ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, იუსტიციის სამინისტრო, გენერალური პროკორატურა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, შინაგანსაქმეთა სამინისტროს დეპარტამეტი.ბანკების და სხვა დაწესებულების ოფისები.
ორთაჭალის ერთერთ ქუჩაზე, რომელიც „კრწანისის“ სახელს ატარებს, მდებარეობს ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია. იგი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში განსაკუთრებული კლლიმატისა და მდებარეობის გამო, ლავრენტი ბერიას შეურჩევია საცხოვრებლად, იქ სახლი აუშენებია, შემდეგ 60-იანი წლებიდან გადაუკეთებიათ სამთავრობო რეზიდენციად.

ვარდების რევულუციის შემდეგ ეს ტერიტორია გაიყიდა და იქ მდებარეობს ინგლისისა და საფრანგეთის საელჩოები, ევროკავშირის მისიის რეზიდენცია, ასევე ამ ქუჩაზე განთავსებულია შვეიცარიის, იაპონიის, კორეის საელჩოები, ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი და ახალი „ნიუ ჰოსპიტალი“ სამონასტრო კომპლექსები. აქედან გამომდინარე ორთაჭალამ შეიძინა ადმინისტრაციული, დიპლომატიური, ჯანდაცვის და რელიგიურიფუნქცია. გაიზარდა სავაჭრო და სატრანსფორტო მოთხოვნილება, რაც ეკონომიკური განვითარების მეტ საფუძველს იძლევა.
ორთაჭალის გარემოს დაცვითი პრობლემები და უბნის განვითარების პერსპექტივები
ბოლო პერიოდში გაიზარდა ტურისტების რიცხვი, ყველაზე მეტი მნახველი ძველი თბილისის რაიონს გააჩნია, ასევე ბევრი სტუმარი ჰყავს ორთაჭალას. აბანოთუბანში განთავსებული „ჰეიდარ ალიევის“ პარკი.გამოირჩევა სილამაზით და ყოველთვის ვამჩნევთ რა მოწიწებით და სიყვარულით ექცევიან მას აზერბაიჯანელები. ასევე შესანიშნავად გამოიყურება ახლადაშენებული აზერბაიჯანის საელჩო, საელჩოს გვერდით არის ისტორიული მემორიალი „300 არაგველის“ და „მაჩაბლის კედელი“, რომელიც სათანადოდ არ არის მოვლილი, უფრო მეტიც, რამდენიმეწლის წინათ იმ სადაც ადრე მოსწავლეთა სასახლე იყო, ახლა იქაურობა მოუვლელი და მიტოვებულია.
წამებული გმირების სახელზე დადგმულ სკულპტურას მრავალჯერ მოატეხეს ნაწილები და ჩვენივე თანატოლების მიერ უსახური წარწერებით არის აჭრელებული. თბილისის ისტორიისთვის ეს ადგილი ერთ ერთი უმნიშვენელოვანესია და მისი უპატივცემლობა გულსადკენია , როცა ჰეიდარ ალიევის ყოფელთვის დევს ხასხასა ვარდების გვირგვინი ქართველ გმირთა მემორიალი კი , სადაც წინა საუკუნეში ყოველთვის მარადიული ცეცხლი ენთო დღეს ობლად გამოიყურება .
ისტორიულად მტკვარი თბილისელებისთვის ბევრ ფუნქციას ითავსებდა . ძველი თბილისი და ორთაჭალა მტკვრის გარეშე არაფერს წარმოადგენს , ადრე მტკვრის თევზი განსაკუთრებული გემოთი გამოირჩეოდა , ახლაც დაინახავთ მტკვრის ჯებირებთან ბევრ მეთევზეს , მაგრამ მტკვარი იმდენად დაბინძურებულია თევზი ისეთი გემრიელი აღარ არის .
ორთაჭალის სამხრეთი ნაწილი რეკრიაციული ზონაა , იგი ბოტანიკური ბაღის გაგრძელებას წარმოადგენს . ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ადგილია . იგი ამ რეკრეაციული ზონის გვერდითაა და კრწანისის ქუჩის ბოლოს მდებარეობს . მის გაგრძელებაზე შვიდი წლის წინათ შეიქმნა " ღირს არსის " ხატის სახელობის სამონასტრო კომფლექსი , ასევე ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარეობს გრიგოლ ხანგძთელის სამონასტრო მონასტერი . ამ რელიგიური კერების ჩამოყალიბებას საფუძველი გაუჩინა იმან რომ ეს ტერიტორია საარქივო მონაცემებით მეტეხის ეკლესიის დაქვემდებარებაში ყოფილა. ასევე კრწანისის ქუჩაზე XIX საუკუნის ჩათვლით არსებობდა თამარ მეფის სახელობის მონასტერი , რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში საცხოვრებელ კორპუსებად გადააქციეს , რაც ამჟამად მცხოვრები ადამიანისთვისაც რელიგიური თვალსაზრისით დიდ პრობლემას წარმოადგენს . ახალი რელიგიური ცენტრების შექმნამ განაპირობა ის რომ აქ ბევრი სტუმარი მოდის მათ შორის სხვა ქვეყნიდანაც. "ღირს არს " სამონასტრო კომპლექსში მოქმედებს წმინდა ისპირიდონ ტრიმუფუნდელის ეკლესია რომელიც ერთადერთია თბილისში და მას უაამრავი მომლოცველი ჰყავს . რაც ტურისტული პოტენციალის გაზრდის საშუალებას იძლევა .
როცა ჩვენ იქაურ გარემოს გავეცანით ეკოლოგიურ პრობლემებსაც წავაწყდით . მოსახლეობამ ცდილობს საყოფაცხოვრებო ნარჩენები გზაზე დაყაროს მოუწესრიგებელია გზის საფარი ეკალური მასებით არის დაბინძურებული შინდისის ხევში ჩამომდინარე პატარა მინარე რომელიც პირდაპირ მტკვარში ჩაედინება , მოუწესრიგებელია წყალგამტარი სისტემები , რომელმაც გამოიწვია 2011 წელს წყალდიდობის დროს ორთაჭალის დატბორვა და მათ შორის ადამიანური მსხვერპლიც .
როდესაც ჩვენ ასე ახლოს გავეცანით უბანს, უფრო მეტად დავფიქრდით მის სამომავლო პერსპექტივებზე გარემოს დაცვის თვალსაზრისით . მიზეზი უფრო მეტად საზოგადოების დამოკიდებულებაა . ჩვენ ვიფიქრეთ რაღაც როლი ვითამაშოთ ამ პრობლემების მოგვარებაში . ჩვენ სკოლასთან ახლოს მდებარეობს გარემოს დაცვის სამინისტრო და კარგი იქნება თუ ცოცხალ კონტაქტს დავამყარებთ მასთან .
ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები ანალიზი გვიჩვენებს ,რომ სახელმწიფოს და საზოგადოების ერთობლივი ბრძოლით ორთაჭალას მეტი განვითარების შესაძლებლობა მიეცემა და გაიზრდება მისი ,როგორც ადმინისტრაციული , დიპლომატიური , რელიგიური და ტურისტული ფუნქციები . მისი განვითარება შეუქცევად პროცესად იქცევა ამისთვის ხელშემწყობი ფაქტორებია სუფთა ეკოლოგიური გარემოს ჩამოყალიბებ რადგან იგი უფრო მიმზიდველი გახდეს . ეს ასევე განაპირობებს უბნის ეკონომიკური თვალსაზრისით გაძლიერებას , მოსახლეობის დონის ამაღლებას .
ბიბლიოგრაფია
სარგის კაკაბაძე - " კრწანისის ომი " თბილისი 1979
თ. კვირკველია - " ძველ თბილისური დასახლებანი " თბილისი 1985
ი. გრიშაშვილი - " ძველი ტილისის ლიტერატურული ბოჰემა " თბილისი 1927
ისტორიულ -შემეცნებითი ჟურნალი - " ისტორიანი " N 7 2012
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AB%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98
https://www.google.ge/search?q=ორთაჭალა&espv=210&es_sm=93&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=-xuGUqu-F4e60QWBnoHYAw&ved=0CAkQ_AUoAQ&biw=1280&bih=843#facrc=_&imgdii=_&imgrc=nwTJepZNCZrIqM%3A%3BXMQ0k2ObL24loM
შეხვედრები მოსახლეობასთან .

No comments:
Post a Comment